17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT
17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა #1TVSPORT

შვეიცარიაში, უეფა-ს ოფისში 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების 2021/22 წლის სეზონის „ა“ და „ბ“ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები „ბ“ ლიგის მეოთხე ჯგუფში ითამაშებს. ქართველ გოგონებთან ერთად, ბულგარეთისა და ესტონეთის 17-წლამდელთა ნაკრებები იბრძოლებენ „ა“ ლიგაში გადასასვლელად, სადაც მხოლოდ გამარჯვებული გუნდი აღზევდება. მომდევნო სეზონიდან, პირველადგილოსანი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ“ ლიგის მატჩებს 2022 წლის მარტში, ბულგარეთში გამართავს.

კვლავ „ბ“ ლიგაში ითამაშებს საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები. გუნდი მე-5 ჯგუფში სლოვაკეთს, ანდორას და სომხეთს დაუპირისპირდება. „ა“ ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გადაინაცვლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ“ ლიგის მეხუთე ჯგუფის თამაშებს 2022 წლის აპრილში ანდორა უმასპინძლებს.