მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა თასი მეთოთხმეტედ მოიგო - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა თასი მეთოთხმეტედ მოიგო - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* “რეალმა” მე-14-ედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა – ეს ორჯერ მეტია იმაზე, რაც ნებისმიერმა სხვა გუნდმა მოახერხა ტურნირის ისტორიაში.

* კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (“მილანში” – 2002/03 და 2006/07, “რეალში” – 2013/14 და 2021/22).

* ვინისიუს ჟუნიორი (4 გოლი, 6 საგოლე პასი) პირველი სამხრეთამერიკელია, ვინც ერთ ტურნირში 10 (და მეტ) გოლში მონაწილეობდა 2008/09 წლების სეზონის (ლიონელ მესი – 9 გოლი, 5 საგოლე პასი) შემდეგ.

* მიუხედავად იმისა, რომ “ლივერპულმა” დასრულებულ სეზონში 2 თასი (ინგლისის ლიგის და ასოციაციის) მოიგო, ვერ გაიტანა ვერცერთი გოლი ხუთნახევარი საათის განმავლობაში ამ სეზონის ვერცერთ მთავარ ფინალში.

* მოჰამედ სალაჰმა 6-ჯერ დაარტყა მიზანში ბურთი, რაც ერთი ფეხბურთელისთვის რეკორდია 2003/04 წლების სეზონის შემდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში.

* ტონი კროოსმა მეხუთედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რითაც კრიშტიანო რონალდოს და პაოლო მალდინის მიღწევა გაიმეორა.

* ტიბო კურტუამ 9 “სეივი” შეასრულა, რაც ერთი მეკარისთვის რეკორდია 2003/04 წლების სეზონის შემდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში.

* ჯორდან ჰენდერსონმა ძირითად შემადგენლობაში მესამედ უკაპიტნა “ლივერპულს” ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში – უფრო მეტჯერ, ვიდრე რომელიმე ინგლისელმა ფეხბურთელმა ტურნირის ისტორიაში.

ლივერპული (ინგლისი)-რეალი (ესპანეთი) 0:1

28.05. პარიზი. სტად დე ფრანსი

გოლი: 0:1 ვინისიუსი (59. ვალვერდეს პასით)

ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი – ჰენდერსონი (77. კეიტა), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (77. ფირმინო) – სალაჰი, მანე, ლუის დიასი (65. დიოგო ჟოტა)

რეალი (4-3-3): კურტუა – კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი – კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (90. სებალიოსი) – ვალვერდე (86. კამავინგა), ვინისიუსი (90+3. როდრიგო), ბენზემა

გაფრთხილება: ფაბინიო (62)

არბიტრი: კ. ტურპენი (საფრანგეთი)