16 წლის ქართველის გასაოცარი გოლი – კოკაიამ მოლდოვას ეფექტურად გაუტანა [ვიდეო]

19:34, 24.01.2019

მინსკის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მოლდოვა 2:0 დაამარცხა, 6 ქულა დააგროვა და ტურნირის მთავარი პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეტოქეს ორი ეფექტური გოლი გაუტანა. განსაკუთრებით ლამაზი პირველი აღმოჩნდა: ნიკა კოკაია მე-11 წუთზე ბურთიანად კარისკენ დაიძრა და ლამის 30 მეტრიდან, ეფექტური შორეული დარტყმით მოლდოველთა კარის ცხრიანში გაისროლა.

მსგავსი