16-წლიანი პაუზის შემდეგ „ლიდსი“ პრემიერლიგას დაუბრუნდა
16-წლიანი პაუზის შემდეგ „ლიდსი“ პრემიერლიგას დაუბრუნდა

„ლიდს იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. რანგით მეორე დივიზიონ „ჩემპიონშიფის“ დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კლუბმა გაინაღდა ადგილი საუკეთესო ორ გუნდს შორის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ვესტ ბრომვიჩმა“ 1:2 წააგო „ჰადერსფილდთან“.

„ლიდსმა“ პრემიერლიგაში ბოლოს 16 წლის წინ ითამაშა. 2004 წელს კი, „ჩემპიონშიფში“ გავარდნის შემდეგ, გუნდი რანგით მესამე დივიზიონშიც გამოდიოდა. შარშანდელ გათამაშებაში „ლიდსი“ დიდი ხანი ლიდერობდა, მაგრამ საბოლოოდ პლეიოფში წააგო „დერბი ქაუნთისთან“.

პრემიერლიგის მომავალი სეზონის მეორე მონაწილე „ვესტ ბრომვიჩი“ ან „ბრენტფორდი“ გახდება.

„ლიდსი“ ინგლისის სამგზის ჩემპიონია.