16-წლამდე გოგონათა ნაკრები ალბანეთში უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს, რომელსაც 12-18 აპრილს ალბანეთი უმასპინძლებს.
სალომე ხუბულურის მიერ გაწვრთნილი გუნდი ალბანეთში 11 აპრილს გაემგზავრა, სადაც ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: ელენე ბონდარევა („ნორჩი დინამო“), ანასტასია გოგელია;
დაცვა: ელიზაბეტ რიჟამაძე, ნინო ნადარაია (ორივე – „კვარტალი“), ნინი ვეკუა, სოფო ხაჟალია (ორივე – „ნორჩები“), ელენე ბოლქვაძე („ლანჩხუთი“);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანასტასია ბუჩუკური, თეკლა ბერიძე (ორივე – „ნიკე-ლუსო“), ნატო გუტიკაშვილი, ნინიკო ჩხეტიანი (ორივე – „რუსთავი“), მარიამ ჯოჯუა („ელიტა“), მარიამ გასანოვა („კვარტალი“), ანა დოლიშვილი, სესილი გაბრელიანი (ორივე – „ახალგორი“), ანასტასია ვალიკიდი („საბურთალო“), ანი დავითულიანი („სამეგრელო“), სოფია წიქარიძე (სოხუმის „დინამო“).
მატჩების განრიგი:
13 აპრილი, 17:00 | ალბანეთი – საქართველო
15 აპრილი, 13:30 | ჩრდ. მაკედონია – საქართველო
18 აპრილი, 13:30 | საქართველო – ბულგარეთი