16 მაისს თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
16 მაისს თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

თბილისში, ესპანური საფეხბურთო გუნდის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, 2005 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი, ბრაზილიელი რონალდინიოც ითამაშებს. ღონისძიების ორგანიზატორი Sports Orient-ია.

მსოფლიო ფეხბურთის გრანდი საქართველოს დედაქალაქში ზუსტად 10 წლის შემდეგ დაბრუნდება. 2015 წელს უეფა-ს ევროპის სუპერ თასის ფინალში „ბარსელონამ“ თბილისში „სევილია“ 5:4 დაამარცხა.

ლეგენდების სერიის ფარგლებში გასულ წელს ბათუმს იტალიური ფეხბურთის გრანდის, „ინტერის“ ლეგენდებიც ეწვივნენ. გულშემატკივარმა, წარსულში საქართველოს ნაკრების გამორჩეულ ფეხბურთელებთან ერთად, მსოფლიო სპორტის ისეთი ვარსკვლავებიც იხილა, როგორებიც ლუის ფიგუ და ხავიერ ძანეტი არიან.

საქართველოსა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი „დინამო არენაზე“ 16 მაისს 19:00 საათზე დაიწყება.