16-18 ნოემბერს ჰააგა ძიუდოში გრან-პრის გათამაშებას უმასპინძლებს
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდი ამ შეჯიბრზე 5 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი და აქ წონითი კატეგორიების მიხედვით ჩვენი ქვეყნის ღირსებას შემდეგი სპორტსმენები დაიცავენ:
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
81კგ – ზებედა რეხვიაშვილი
90კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი
100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი