15 წლის წინ „ბარსელონას“ შემადგენლობაში მესიმ პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

2005 წლის პირველ მაისს ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.

ლიონელ მესის კატალონიური დებიუტის პირველი მსხვერპლი „ალბასეტე“ გახდა. „ბარსელონა“ ამ შეხვედრაში მასპინძელი იყო და სტუმრებს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

სიმბოლურია, რომ საგოლე პასი მესის იმ ეპოქის „ბარსელონას“ ლიდერმა რონალდიონიომ შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ ჩააწოდა.