15 წლის ბრიტანელმა ამომავალმა ვასრკვლავმა კარამოკო დემბელემ გლაზგოს „სელტიკთან“ პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. პირველად ამ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელზე პრესაში მაშინ დაიწერა, როდესაც 2016 წელს, 13 წლის ასაკში, სელტიკის 20-წლამდელთა გუნდში ითამაშა.
იმავე წლის ბოლომდე, ლონდონში დაბადებულმა დემბელემ (მშობლები დიდ ბრიტანეთში კოტ დივუარიდან გადასახლდნენ), შოტლანდიის 15-წლამდელთა ნაკრებშიც მოასწრო თამაში და ინგლისის 16-წლამდელებშიც.
ოფიციალური ინფორმაციით, სელტიკთან დემბელეს კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.