15 წლის ჩაკვეტაძის გოლი ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრებთან [ვიდეო]
15 წლის ჩაკვეტაძის გოლი ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრებთან [ვიდეო]

გიორგი ჩაკვეტაძე ერთა ლიგის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა – ის უეფას ახალი ტურნირის პირველი, ისტორიული გოლის ავტორია.

საქართველოს ნაკრებსია და ბელგიური „გენტის“ 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა თავი 6 სექტემბერს, ასტანში, ყაზახეთის ნაკრების კარში გატანილი ეფექტური გოლით გამოიჩინა.

თუმცა, როგორც გაირკვა, გიორგის ყაზახები ადრეც ჰყავს გამწარებული. 2015 წელს, როდესაც 15 წლის იყო, გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და თავი ძალიან ეფექტური გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები „დინამო-არენაზე“ ყაზახეთს უმასპინლებს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება – მტჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.