15 წლის ამერიკელი უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა

11:39, 28.06.2019

ამერიკელი ჩოგბურთელი კორი გაუფი კარიერაში პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის ძირითად ბადეში. მან უიმბლდონის საკვალიფიკაციოს სამივე რაუნდი გაიტანა და ძირითად ბადეში მოხვდა.

კვალიფიკაციის ფინალში გაუფმა 6:1, 6:1 გაანადგურა ბელგიელი გრეტიე მინენი. მატჩის დღეს, ამერიკელი 15 წლისა და 122 დღის იყო, რითაც უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც ძირითად ბადეში ითამაშებს.

მსგავსი