15 ქულა „მემფისთან“ - მამუკელაშვილმა წინასასეზონო მატჩში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის დაწყებამდე წინასასეზონო მატჩები მიმდინარეობს. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ პირველი შეხვედრა გამართა, სადაც ვისკონსინელებმამემფის გრიზლისს“ უმასპინძლეს და 102-107 დამარცხდნენ.

23 წლის ქართველმა მძიმე ფორვარდმა ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და 15 ქულითაც გამოირჩა. სანდრომ 21:25 წუთი ითამაშა და 15 ქულის გარდა, 4 მოხსნისა (1 შეტევაში) და 3 პასის გაკეთებაც მოასწრო. მან 5-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროის განმავლობაში მამუკელაშვილი არ დაჯარიმებულა, მაგრამ 3-ჯერ დაკარგა ბურთი.

რაც შეეხება შეხვედრას, ბოლო მეოთხედამდებაქსი“ 10 ქულით იგებდა. მიუხედავად ამისა, „მემფისმა“ მოახერხა მატჩის შემოტრიალება და შედეგიან პერიოდში 15 ქულით მოიგო. საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან „მილუოკის“ ჯორდან ნვორა იყო, რომელსაც 21 ქულა ჰქონდა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

შემდეგ შეხვედრას მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი 6 ოქტომბერს „ატლანტას“ წინააღმდეგ გამართავს. რეგულარული სეზონი კი 19 ოქტომბერს დაიწყება.