15 მილიონი 19 წლის კაზადეის სანაცვლოდ - „ჩელსი“ „ინტერს“ ახალი წინადადებით მიმართავს #1TVSPORT
15 მილიონი 19 წლის კაზადეის სანაცვლოდ - „ჩელსი“ „ინტერს“ ახალი წინადადებით მიმართავს #1TVSPORT

„ინტერის“ ნახევარმცველმა ჩეზარე კაზადეიმ, შესაძლოა, კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელოს, – იუწყება ფაბრიციო რომანო.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ლონდონელთა 12-მილიონიან წინადადებაზე იტალიელებმა უარი თქვეს, მაგრამ „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას განაგრძობს და მზად არის, კაზადეის სანაცვლოდ ახლა უკვე 15 მილიონი ევრო გადაიხადოს.

გასულ სეზონში 19 წლის კაზადეიმ „ინტერის“ ახალგაზრდულ გუნდში 39 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.