15-17 ივლისს გასამართ ზაგრების გრან პრის შემადგენლობას ვარლამ ლიპარტელიანი გამოაკლდა #1TVSPORT
15-17 ივლისს გასამართ ზაგრების გრან პრის შემადგენლობას ვარლამ ლიპარტელიანი გამოაკლდა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში 15-17 ივლისს ზაგრების გრან პრი გაიმართება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების 12 წევრს უნდა ეასპარეზა. შეჯიბრს ბოლო მომენტში ჩაეხსნა გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ბუდაპეშტის გრანდ სლემზე გამოდიოდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ტურნირზე საპრიზო ადგილებისთვის ცხრა მამაკაცი და ორი ქალი იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზაგრების გრან პრისთვის:

-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი

-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი

-90 კგ: ბექა ღვინიაშვილი

-100 კგ: ილია სულამანიძე

+100 კგ: გელა ზაალიშვილი

-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ კვირას დასრულებულ ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ჩვენმა გუნდმა ხუთი მედლის მოპოვება შეძლო. ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) ტურნირზე ვერცლისმედალოსნები გახდნენ, თემურ ნოზაძე (60კგ) და მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.