14 წლის წინ ბარსელონაში მესის ეპოქა დაიწყო
14 წლის წინ ბარსელონაში მესის ეპოქა დაიწყო

14 წლის წინ, 2004 წლის 16 ოქტომბერს, 17 წლის არგენტინელმა ლიონელ მესიმ სადებიუტო მატჩი ჩააატარა „ბარსელონას“ პირველ შემადგენლობში.

ის გახლავთ „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი და მთელი პროფესიონალური კარიერა ამ კლუბში გაატარა. გუნდთან ერთად მან 9-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპონატი, 6-ჯერ – სამეფო თასი, 8-ჯერ – ესპანეთის სუპერთასი, 4-ჯერ – ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ – უეფას სუპერთასი და 3-ჯერ – კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.

ამას გარდა, მის ანგარიშზეა 5 „ოქროს ბურთი“ და 4 „ოქროს ბუცი“.