14 წლის დორტმუნდელს 10-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს
14 წლის დორტმუნდელს 10-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს

სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია ნაიკიმ (Nike) კონტრაქტი გააფორმა დორტმუნდის იუნიორთა გუნდის ფორვარდ იუსუფ მუკოკოსთან, – იტყობინება გამოცემა შპორტ ბილდი (Sport Bild). კამერუნელთან სპონსორული ხელშეკრულების საერთო ღირებულება 10 მილიონ ევროს უტოლდება.
ამ სეზონში 14 წლის მუკოკო 17-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობს და ამ მომენტისთვის 49 მატჩში 76 გოლი აქვს გატანილი.

2017 წელს მუკოკო 12 წლის ასაკში 17-წლამდელებს შორის თამაშობდა და ორი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა.