14 ქულა დებიუტში - შენგელიამ ცსკა-ს მოაგებინა
14 ქულა დებიუტში - შენგელიამ ცსკა-ს მოაგებინა

თორნიკე შენგელიას დებიუტი მოსკოვის ცსკა-ში ამხანაგურ მატჩში შედგა. ქართველის კლუბმა „რუნას“ 35 ქულის სხვაობით მოუგო – 102:67.

ფარქვეშ სწორედ თოკო და კიდევ ერთი ახალწვეული მილუტინოვი დომინირებდნენ. შენგელიას ანგარიშზე 14 ქულა (თამაშიდან 6 სროლიდან 5 ჩააგდო), 3 მოხსნა და 4 პასია. ცსკა-ს მორიგი ამხანაგური მატჩი 29 აგვისტოს ელის. მისი მეტოქე მოსკოვის მბა იქნება.

ინტერვიუ თორნიკე შენგელიასთან – ჩემი ოცნება ევროლიგის მოგებაა