14 მარტს ლეონ ედვარდსი ბელალ მუჰამადის წინააღმდეგ იბრძოლებს
14 მარტს ლეონ ედვარდსი ბელალ მუჰამადის წინააღმდეგ იბრძოლებს

14 მარტს ლას ვეგასში ლეონ ედვარდსისა და ხამზატ ჩიმაევის ბრძოლა უნდა გამართულიყო, თუმცა გურამ ქუთათელაძის თანაგუნდელი დაპირისპირებას კორონავირუსის გამო კიდევ ერთხელ ჩაეხსნა. როგორც ცნობილი გახდა, ჩიმაევის მაგივრად ედვარდსს ბელალ მუჰამადი შეხვდება.

მუჰამადმა გასულ კვირას UFC 258-ზე ჩაატარა ბრძოლა და დიეგო ლიმა მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამჟამად ბელალს პრომოუშენში ზედიზედ 4 მოგება აქვს.

რაც შეეხება ედვარდს, ინგლისელი ოქტაგონზე 2019 წლის ივლისის შემდეგ არ გამოჩენილა. ბოლოს მან რაფაელ დოს ანჯოსი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა. ლეონს დივიზიონში ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

14 მარტის ქარდი

ლეონ ედვარდსი – ბელალ მუჰამადი

დეივი გრანტი – ჯონათან მარტინეზი

მეთიუ სემელსბერგერი – ჯეისონ ვიტი

ჯინ იუ ფრეი – გლორია დე პაულა

დენ იგე – მეტოქე ჯერჯერობით არ ჰყავს

ერიკ ანდერსი – დარენ სტიუარტი

სტივ გარსია – ჩარლს ჟურდანი

რიკარდო რამოსი – ზუბაირა ტუხუგოვი

რეი როდრიგეზი – რანი იაჰია

ფილიპ ლინსი – ბენ როთველი

დატოვე კომენტარი