138 მილიონი ევროს სანაცვლოდ მორგან როჯერსი კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსიმ“ „ასტონ ვილასთან“ მორგან როჯერსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი დევიდ ორშტეინი ავრცელებს.
ორშტეინის ცნობით, ლონდონური კლუბი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ „ასტონ ვილას“ 138 მილიონ ევროს გადაუხდის და როჯერსი „ჩელსისთვის“ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდება.
23 წლის შემტევი ნახევარმცველის შეძენა „არსენალსაც“ სურდა, თუმცა „ასტონ ვილამ“ „ჩელსისგან“ უკეთესი პირობები მიიღო.
სამედიცინო შემწმებას ფეხბურთელი 20 ივლისს გაივლის, ხოლო კლუბთან ექვსწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
როჯერსი „ასტონ ვილას“ წევრი 2023 წელს გახდა, მას შემდეგ გუნდის მაისურით 125 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. 2026 წელს როჯერსმა გუნდთან ერთად უეფა-ს ევროპის ლიგა მოიგო.