13 წლის კალათბურთელი ლიეტუვის პირველ ნაკრებში ითამაშებს

20:30, 23.10.2019

13 წლის კალათბურთელი იუსტე იოციტე ლიეტუვის ქალთა პირველი ნაკრების რიგებში გამოიძახეს 2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, – წერს ფრანგული გამოცემა „ეკიპი“.

ნოემბერში ლიეტუვა შესარჩევ ტურნირს ალბანეთთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს.

იოციტე ამ ზაფხულს 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოდიოდა, სადაც საშუალოდ მატჩში 19.6 ქულასა და 8.3 მოხსნას აგროვებდა.

იოციტეს სიმაღლე 184 სანტიმეტრია. ნოემბერში მას 14 წელი შეუსრულდება.

მსგავსი