12 წლის ანასტასია კირთაძე ფიდე-ს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულია #1TVSPORT
12 წლის ანასტასია კირთაძე ფიდე-ს მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულია #1TVSPORT

21 აგვისტოს ონლაინ პლატფორმა tornelo.com-ზე ჩატარდა ფიდეს ონლაინ თასის საკვალიფიკაციო ეტაპი 10, 12, 14, 16 და 18 წლის ვაჟთა და გოგონათა შორის. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 10 ტურად გაიმართა წრაფ ჭადრაკში. თითოეულ კატეგორიაში 1-10 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს ფინალური ეტაპის საგზური გადაეცათ.

ქართველთაგან ფინალური ეტაპის საგზურის მფლობელი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი 12 წლის ანასტასია კირთაძე გახდა, რომელმაც 10 შესაძლებლიდან 8 შეხვედრაში მოიგო, 2 პარტიაში კი ყაიმი დააფიქსირა და პირველობა იზეიმა.

მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ეტაპის პარტიები 26-31 აგვისტოს გაიმართება.