12 რუსი ძალოსანი დისკვალიფიცირებულია
12 რუსი ძალოსანი დისკვალიფიცირებულია

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია აგრძელებს მონაცემების შემოწმებას, რომელიც მოსკოვის ლაბორატორიისგან მიიღო. მის საფუძველზე დროებითი დისკვალიფიკაციით შვიდი რუსი ძალოსანი დაისაჯა.

ესენი არიან – ნადეჟდა ევსტიუხინა (მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. მას ჩამოართვეს 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაო და უკვე დაასრულა კარიერა), დმიტრი ლაპიკოვი (მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორი), ადამ მალიგოვი (ევროპის 2017 წლის ჩემპიონი), ჩინგიზ მოგუშკოვი, მაქსიმ შეიკო და იულია კონოვალოვა (ყველა – ევროპის ჩემპიონის პრიზიორი), მაგომედ აბუევა.

უფრო ადრე, იგივე სანქცია გამოუტანა საერთაშორისო ფედერაციამ კიდევ ხუთ რუს ძალოსანს. აქაც საფუძველი იყო მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემები.