რონალდინიომ მასზე შექმნილი ფილმის თიზერი გაავრცელა (ვიდეო)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა პარაგვაიში შიდაპატიმრობისას მხარდაჭერის გამო, ასევე მასზე გადაღებული ფილმის თიზერი წარადგინა.

„მადლობა ღმერთს, რთული ეტაპი დასასრულს უახლოვდება. სიტყვები არ მყოფნის თქვენთვის მადლობის გადასახდელად იმ ზრუნვისთვისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მივიღე. თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით.

ვსარგებლობ ბედნიერების მომენტით და მინდა გაგიზიაროთ ფილმის თიზერი. ეს არის ჩემი ისტორია. იმედია მოგეწონებათ და მალე მას ერთად ვნახავთ“, – დაწერა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ შვიდ მარტს, რონალდინიო და მისი ძმა რობერტო დე ასიში ყალბი დოკუმენტებით პარაგვაის საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს. ორივენი ციხეში გაუშვეს, მაგრამ 1.6 მილიონი დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ, შიდაპატიმრობაში გადაიყვანეს.