11 წლის სირიელმა გოგონამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა (ვიდეო)

11 წლის სირიელმა მაგიდის ჩოგბურთის მოთამაშემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიელი გახდა.

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულმა ჰენდ ძაძამ იორდანიის საკვალიფიკაციო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ლიცენზია მოიპოვა.

ძაძა მსოფლიოს რეიტინგში 155 ადგილს იკავებს, მან იორდანიის ტურნირის ფინალურ მატჩში ლიბანელი მარიანა საჰაკიანი 4-3 დაამარცხა. საჰაკიანი 42 წლის გახლავთ. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 31 წელია.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სირიელ ტომას ბახმა გოგონას წარმატება მიულოცა.