11 წლის ბიჭმა ცხვირი გაიტეხა, სანამ მოჰამედ სალაჰის მანქანას მისდევდა
11 წლის ბიჭმა ცხვირი გაიტეხა, სანამ მოჰამედ სალაჰის მანქანას მისდევდა

„ლივერპულის“ ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა 11 წლის ფანთან ფოტო გადაიღო. ბავშვმა ცხვირი გაიტეხა იმ დროს, როცა თავის კერპს მისდევდა.

ეგვიპტელის ფანმა ლუის ფაულერმა დაინახა, როგორ ტოვებდა მანქანით „ლივერპულის“ ბაზას სალაჰი. ბიჭი ავტომობილს გაეკიდა და ფეხბურთელის ყურადღების მიპყრობა სცადა, მაგრამ განათების ბოძს შეეჯახა და ცხვირი ძალიან დაიზიანა. სალაჰმა შეამჩნია ლუისი და მისი ძმა აიზეკი და მანქანიდან გადმოვიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ბიჭს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.

„სასწრაფოში დავრეკეთ, ამასობაში მო მოგვიახლოვდა და გვკითხა, წესრიგში იყვნენ თუ არა ბიჭები. ბავშვებმა აღფრთოვანებისგან ყვირილი დაიწყეს. სალაჰმა ბოდიში მოიხადა, აღელვებული ჩანდა და დაეხმარა ბიჭებს, თავი უკეთ ეგრძნოთ“, – უამბო „სკაი ნიუსს“ (Sky News) ლუისის მამინაცვალმა ჯო კუპერმა.

სანამ ლუისს ექიმთან წაიყვანდნენ, სალაჰმა ბიჭებთან ფოტოს გადაღება მოასწრო.