კასილიასმა „რეალში" დაბრუნების პირობა დადო
კასილიასმა „რეალში" დაბრუნების პირობა დადო

მადრიდის „რეალის” ყოფილმა მეკარემ იკერ კასიალისმა განაცხადა, რომ ერთხელ აუცილებლად დაბრუნდება მადრიდულ კლუბში.

23 მაისს ხუთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ესპანელმა „რეალის” შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა.

„ბოლო მატჩი მადრიდში. ერთხელ მე დავბრუნდები!” – დაწერა კასილიასმა „ტვიტერში”.

იკერ კასილიასი „რეალის” შემადგენლობაში ხუთჯერ იყო ესპანეთის ჩემპიონი და სამჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მან მადრიდელთა პირველ გუნდში 700-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

2020 წლის თებერვალში, კასილიასმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მას განზრახული აქვს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი.