„იუტა ჯაზის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯერი სლოუნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა
„იუტა ჯაზის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯერი სლოუნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

კალათბურთის ლეგენდარული მწვრთნელი ჯერი სლოუნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. სლოუნმა 1990-იან წლებში „იუტა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალში ზედიზედ ორჯერ გაიყვანა. სლოუნის სიკვდილის მიზეზი პარკინსონის დაავადება გახდა, რომელსაც ის წლების მანძილზე ებრძოდა. „ჯაზმა“ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ჯერი სლოუნი ყოველთვის იქნება ასოცირებული „იუტა ჯაზთან“. ის მუდმივად იქნება ჩვენი ორგანიზაციის ოჯახის წევრი. ჩვენ ვიზიარებთ ოჯახთან ერთად ამ უდიდეს დანაკარგს. ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით იმისათვის, რაც მან გუნდისთვის გააკეთა ათ წლეულების მანძილზე. მან „ჯაზთან“ ერთად 1223 თამაში მოიგო, 20 ჯერ გაიყვანა გუნდი პლეი-ოფში და ორჯერ იასპარეზა სუპერფინალში. მაშინაც კი, როდესაც ჯერიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, ის ყოველთვის აქტიურად ქომაგობდა იუტას და მუდმივად ესწრებოდა თამაშებს. ჩვენ ის ძალიან დაგვაკლდება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ჯერი სლოუნი ლიგას 1965 წელს შეუერთდა. ის დრაფტზე მეოთხე ნორმად აიყვანეს. მან 11 სეზონი „ვაშინგტონ ბულეთსთან“ ერთად გაატარა. 10 სეზონი კი „ჩიკაგო“ ბულსის ღირსებას იცავდა. მან გულშემატკივარს თავი დაცვაში ჩინებული თამაშით დაამახსოვრა.

სამწვრთნელო კარიერა სლოუნმა მალევე დაიწყო და „ჩიკაგოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა. 1979 წელს კი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. „იუტაში“ კი ჯერი სლოუნი 1988 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა. ის „ჯაზთან“ ერთად დივიზიონის გამარჯვებული შვიდჯერ გახდა. 1997 და 1998 წლებში კი დასავლეთ კონფერენცია მოიგო.