104-დღიანი პაუზის შემდეგ, „უჰანი“ საკუთარ ქალაქში დაბრუნდა
104-დღიანი პაუზის შემდეგ, „უჰანი“ საკუთარ ქალაქში დაბრუნდა

ჩინური საფეხბურთო კლუბი „უჰანი“ სამთვიანი პაუზის შემდეგ თავის ქალაქში დაბრუნდა. სწორედ ქალაქ უჰანში დაიწყო კორონავირუსის ეპიდემია. როგორც სააგენტო AFP წერს, ვარჯიშებს „უჰანი“ მომდევნო კვირას დაუბრუნდება.

უჰანში ჩასულ ფეხბურთელებს გულშემატკივრები დახვდნენ.

გუნდმა ქალაქი 2 იანვარს დატოვა და შეკრებაზე გაემგზავრა ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად. ამიტომაც ეპიდემიის აფეთქებას ის ჩინეთის საზღვრებს გარეთ შეხვდა – თავიდან ესპანეთში, შემდეგ კი ქალაქ შენჟენში.

ახლა, უჰანში სიტუაცია დასტაბილურდა და გუნდს ქალაქში დაბრუნების ნება დართეს.