1000 ევრო დაგვიანებისთვის, 3000 - ვარჯიშის გამოტოვებისთვის. ინტერნეტში "რეალის" ჯარიმებზე ინფორმაცია გაეპარათ
1000 ევრო დაგვიანებისთვის, 3000 - ვარჯიშის გამოტოვებისთვის. ინტერნეტში "რეალის" ჯარიმებზე ინფორმაცია გაეპარათ

ინტერნეტში გაჩნდა მეტად საინტერესო დოკუმენტების ფოტოები. მითითებულია საჯარიმო თანხების ოდენობა მადრიდის „რეალში“ სხვადასხვა დარღვევაზე.

კლუბის ბაზაზე ხუთწუთიანი დაგვიანებით მისვლა 250 ევროთი ჯარიმდება, 15 წუთით – 500 ევროთი. თუ ფეხბურთელი ამის შემდეგაც არ გამოჩნდება, თანხა 1000 ევროს აღწევს. გაუმართლებელი მიზეზით ვარჯიშის გამოტოვება – 3000 ევრო ღირს.

ტელეფონი უხმო რეჟიმში უნდა იყოს მთელი დროის განმავლობაში, სანამ ფეხბურთელები კლუბის განკარგულებაში არიან. ტელეფონზე ზედმეტი დამოკიდებულების გამო, ფეხბურთელს შეიძლება მოუწიოს 250 ევროდან 500-1000 ევრომდე გადახდა განმეორებითი საქციელისთვის.

ფეხბურთელებს ყოველ კვირას უწევთ აწონვის პროცედურა. მისი გამოტოვება ისჯება 250 ევროთი. ზედმეტი წონისთვის ჯარიმა – 1000 ევროა.

ფეხბურთელები ვალდებულნი არიან აცნობონ კლუბის წარმომადგენლებს მოგზაურობის, ინტერვიუების ან კომერციულ პროექტებში მონაწილეობის შესახებ. ამ წესის დარღვევისთვის ჯარიმდებიან 1000 ევროთი.

განაცხადის მიღმა დარჩენილები ვალდებულნი არიან იყვნენ გუნდთან ერთად მატჩის დაწყებამდე და შეუძლიათ დატოვონ სტადიონი არაუადრეს თამაშის დასრულებიდან 10 წუთით ადრე.