100 მილიონი ევრო პედრიში - ესპანელი ფეხბურთელით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან #1TVSPORT
100 მილიონი ევრო პედრიში - ესპანელი ფეხბურთელით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან #1TVSPORT

ვეინალდუმის გუნდიდან წასვლის შემდეგ, „ლივერპული“ ახალი ფეხბურთელის დამატებაზე ფიქრობს და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი „ბარსელონას“ ახალგაზრდა მოთამაშე პედრია, რომელშიც მერსისაიდული კლუბი დიდი თანხის გადახდას გეგმავს, – ამის შესახებ TMW იუწყება.

ესპანელი ფეხბურთელის ასეთ კარგ თამაშს წინა სეზონზე არავინ ელოდა. შეგახსენებთ, რომ პედრი კატალონიელებს „ლას პალმასიდან“ 5 მილიონ ევროდ შეუერთდა და კუმანის გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა. წინა სეზონზე მან ყველა ტურნირის ჩათვლით, 54 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ლივერპული“ სეზონის ბოლოს, ზაფხულში ტრანსფერებში დიდი თანხის დახარჯვას გეგმავს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, კლოპის გუნდს „ბარსელონას“ ფეხბურთელის გადახდაში 100 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს.

პედრის შეძენით, „ლივერპულის“ გარდა, კიდევ ერთი ინგლისური კლუბი – „მანჩესტერ სიტიადაინტერსებული. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა განაცხადეს, რომ ის გუნდს კონტრაქტის ამოწურვამდე არ დატოვებს.

დატოვე კომენტარი