100 მილიონი ევრო ჰალანდის სანაცვლოდ - ნორვეგიელ თავდამსხმელს „მანჩესტერ სიტი“ შეუთანხმდა #1TVSPORT
100 მილიონი ევრო ჰალანდის სანაცვლოდ - ნორვეგიელ თავდამსხმელს „მანჩესტერ სიტი“ შეუთანხმდა #1TVSPORT

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავი, ერლინ ჰალანდი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.

იუწყებიან, რომ ინგლისელები მზად არიან, 21 წლის თავდამსხმელში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ, გერმანულ მხარესთან და ფეხბურთელის აგენტთან კი მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს.

2021/22 წლების სეზონში ჰალანდმა „დორტმუნდის შემადგენლობაში“ 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 ბურთი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ნორვეგიელის კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.