100 მეტრზე სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონს დისკვალიფიკაცია ემუქრება
100 მეტრზე სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონს დისკვალიფიკაცია ემუქრება

ამერიკელმა სპრინტერმა, კრისტიან კოულმენმა გამოაცხადა, რომ მან შეიძლება დისკვალიფიაცია მიიღოს ანტისადოპინგო წესების დარღვევისთვის.

100 მეტრზე რბენაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონმა გასული წლის დეკემბერში გამოტოვა დოპინგ-ტესტი. კოულმენისთვის ეს მესამე მსგავსი დარღვევა იყო ბოლო 12 თვეში – სპორტსმენმა ასევე გამოტოვა ტესტირება გასული წლის იანვარსა და აპრილში. სამი ტესტის გამოტოვებისთვის კი გათვალისწინებულია დისკვალიფიკაცია ერთი ან ორი წლით.

24 წლის კოულმენი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. სპრინტერმა ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაწერა, რომ მასთან დოპინგ-ოფიცრების მისვლის დროს, საშობაო საჩუქრების შესაძენად იყო წასული და მისთვის არავის დაურეკავს.

„თუ ისინი დამირეკავდნენ და სტუმრობის შესახებ მამცნობდნენ, მე მზად ვიყავი ტესტირებისთვის“, – დაწერა კოულმენმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა – გამოეტოვებინა დოპინგ-ტესტი.