100 მატჩი გაშვებული გოლის გარეშე - კურტუა ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი რეკორდსმენია #1TVSPORT
100 მატჩი გაშვებული გოლის გარეშე - კურტუა ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი რეკორდსმენია #1TVSPORT

ლა ლიგის მეშვიდე ტურის მატჩში „რეალმა“ „ვილიარეალს“ უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა – 0:0.

როგორც გაირკვა, „სამეფო კლუბის“ მეკარე ტიბო კურტუასთვის ეს ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული მე-100 მატჩი იყო, რომელშიც გოლი არ გაუშვია და კარი „მშრალად შეინახა“.

ასეთი შთამბეჭდავი სტატისტიკისთვის მადრიდელთა ბელგიელ ლეგიონერს 217 მატჩი დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში (გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე) 100 მატჩში „მშრალად“ კარის შენახვა მხოლოდ ხუთმა მეკარემ მოახერხა.