100 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მესი vs რონალდუ
100 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მესი vs რონალდუ

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში „ჩელსის“ ორი გოლი გაუტანა და ტურნირზე თავისი გოლების რიცხვი 100-მდე აიყვანა. უფრო ადრე ამგვარ შედეგს მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მიაღწია, მაგრამ თუ არგენტინელისა და პორტუგალიელის სტატისტიკას შევადარებთ, მესის 100 გოლის გასატანად ნაკლები მატჩი, დრო და დარტყმა დასჭირდა, ვიდრე რონალდუს.

მესის სტატისტიკა: 100 გოლი, 123 მატჩი, 10 090 წუთი, 524 დარტყმა, ასაკი – 30 წელი და 263 დღე.
რონალდუს სტატისტიკა: 100 გოლი, 137 მატჩი, 11 848 წუთი, 790 დარტყმა, ასაკი – 32 წელი და 72 დღე.

ამ მომენტისთვის რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე 148 მატჩში 117 გოლი აქვს.