10 წლის შემდეგ - შოთა არველაძის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია
10 წლის შემდეგ - შოთა არველაძის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშია

შოთა არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა, ტაშკენტის „ტახტაკორმა“ აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა და 10 წლის წინანდელი შედეგი გაიმეორა.

პახტაკორმა“ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „ბ” ჯგუფური ეტაპის მატჩები ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაატარა. ბოლო ტურამდე პირველ ადგილზე საუდის არაბეთის „ალ-ჰილალი“ იყო (11 ქულა) „პახტაკორი“ (8 ქულა) მეორე პოზიცაის იკავებდა და მხოლოდ ქულით უსწრებდა „შაბაბ ალ-აჰლის“ (7ქულა).

ტაშკენტელებმა ბოლო შეხვედრა ირანის „შაჰრ ხოდროსთან“ გამართეს (რომელიც ქულით ბოლო ადგილზე იყო), 1:0 მოიგეს და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.

შეხვედრას არ ესწრებოდა შოთა არველაძე, რომელსაც სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ, PCR ტესტი გაიკეთა და საბოლოო პასუხს ელოდება. მატჩის დროს მთავარი მწვრთნელი ადგილი თავისუფალი იყო და გამოფენილი იყო მაისურა წარწერით – არველაძე.