10 მილიონი ევრო ნინუას ტრანსფერში - პაოკ-ი და ნინუა კომპენსაციაზე შეთანხმდნენ
10 მილიონი ევრო ნინუას ტრანსფერში - პაოკ-ი და ნინუა კომპენსაციაზე შეთანხმდნენ

ცნობილია თანხა, რომელიც სალონოკის პაოკ-ს უნდა გადაუხადონ, თუკი რომელიმე გუნდი ბერძნების ახალწვეული ნიკა ნინუათი დაინტერესდება – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული რადიო „სპორტ ფმ” ავრცელებს.

საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონმა სალონიკის პაოკ-მა დაადასტურა, რომ „დინამო თბილისის“ კაპიტან ნიკა ნინუას კონტრაქტი გაუფორმა, რომელიც ოთხ წელზეა გათვლილი.

„მხარეების შეთანხმებაში არის პუნქტი იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე გუნდი ნიკა ნინუას გადაყვანით დაინტერესდება – მხარე ვალდებული იქნება პაოკ-ს 10 მილიონი ევრო გადაუხადონ. სწორედ ეს თანხაა მითითებული კონტრაქტში. ეს იმიტომ ხდება, რომ სალონიკის კლუბში 22 წლის ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერზე ასეთი დადებითი მოსაზრება ჩამოყალიბდა,“ – ამტკიცებს „სპორტ ფმ“.

გავრცელებული ცნობით, სალონიკის პაოკ-მა „დინამო თბილისს“ ნიკა ნინუას საფასურად 850 ათასი ევრო გადაუხადა. თუმცა, ეს დაუდასტურებული ცნობაა. გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ თბილისელთა ყოფილი კაპიტნის ტრანსფერის საბაზრო ღირებულებად 900 ათას ევროს ასახელებს.