10 ივნისს, Bmw m235i ტიპის ავტომობილებს შორის ეროვნული ვირტუალური რბოლის მეორე ეტაპი გაიმართა
10 ივნისს, Bmw m235i ტიპის ავტომობილებს შორის ეროვნული ვირტუალური რბოლის მეორე ეტაპი გაიმართა

“Georgian Digital Championship 2020” წრიული რბოლაში იმართება, სადაც თითოეული რბოლის წესები საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წრიული რბოლის რეგულაციების იდენტურია.

კომპანია „სიმულექს რეისინგის“ ორგანიზებით, რბოლა „ვალელუნგას“ სიმულირებულ ავტოდრომზე ჩატარდა. მასში 20-ზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი ქართველი ავტომრბოლელი მონაწილეობდა.

ორივე რბოლის ჯამური წინასწარი შედეგებით ნიკა კობოსნიძე ლიდერობს.

პირველი რბოლა:

1 ადგილი -დათა ქაჯაია

2 ადგილი- სანდრო თავართქილაძე

3 ადგილი- ნიკა კობოსნიძე

მეორე რბოლა

1 ადგილი – გიორგი ხიზანიშვილი

2 ადგილი – ლუკა ტურიაშვილი

3 ადგილი – გიორგი ნოზაძე

შემდეგი ეტაპი „მაჯიონეს“ სიმულირებულ ტრეკზე 17 ივნისს, 22:00 საათზე გაიმართება.