10 დღის გოგონა, რომელმაც სენატის ისტორია შეცვალა - სენატის ზემო პალატაში ახალშობილი ბავშვების დასწრება დაუშვეს
10 დღის გოგონა, რომელმაც სენატის ისტორია შეცვალა - სენატის ზემო პალატაში ახალშობილი ბავშვების დასწრება დაუშვეს

ამერიკელი სენატორების გადაწყვეტილებით, ამიერიდან, სენატის ზემო პალატაში ახალშობილი ბავშვების დასწრება დაშვებულია. ამ საკანონმდებლო ცვლილებას სენატორებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი სენატორი თამი დაქუორთია, რომელიც პირველი სენატორია, ვინც ამ პოსტზე სამსახურისას ბავშვი გააჩინა. თამი დაქუორთს ქალიშვილი 9 აპრილს შეეძინა.
ცვლილება, რომელიც ერთ წლამდე ასაკის ჩვილების სენატის სხდომის დარბაზში შეყვანის უფლებას იძლევა, სენატორებს კენჭისყრის პროცესში პირადად დასწრებას უმარტივებს.
50 წლის დაქუორთი არმიაში მსახურობდა. 2004 წელს ერაყში მისი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, სადაც მან ორივე ფეხი დაკარგა.
ამერიკის კონგრესში სამსახურისას ჯამში სულ 10-მა ქალმა გააჩინა ბავშვი. დაქუორთი აქამდეც იყო მათ რიგებში. მას პირველი შვილი 2014 წელს წარმომადგენელთა პალატაში სამსახურისას შეეძინა.
დემოკრატი დაქუორთი სენატში 2016 წლის ნოემბერში აირჩიეს.