10-20 მარტს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში საერთაშორისო საწვრთნელი შეკრება გაიმართება #1TVSPORT
10-20 მარტს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში საერთაშორისო საწვრთნელი შეკრება გაიმართება #1TVSPORT

10-20 მარტს თბილისში ძიუდოს აკადემიაში საერთაშორისო საწვრთნელი შეკრება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ძიუდოისტები.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნით შეკრებაზე არ დაიშვებიან სპორტსმენები PCR ტესტისა და ფედერაციის მიერ შერჩეულ სასტუმროში ცხოვრების გარეშე.

18 წელს მიღწეულმა ძიუდოისტებმა, რომლებიც ვერ ხვდებიან ეროვნულ ნაკრებში და აქვთ შეკრებაში მონაწილეობის სურვილი, თავად უნდა გასწიონ ტესტისა და სასტუმროში ცხოვრების ხარჯები. მათ წინასწარ უნდა მიმართონ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას – [email protected].