1/8 ფინალი. ურუგვაი-პორტუგალია - მატჩის ანონსი
1/8 ფინალი. ურუგვაი-პორტუგალია - მატჩის ანონსი

ურუგვაი-პორტუგალია
30 ივნისი. სოჭი. სტადიონი “ფიშტი“. დასაწყისი 22:00
მსაჯი:

არსებობს ალბათობა იმისა, რომ მეოთხედფინალში ვნახოთ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მორიგი დუელი. ამისთვის ჯერ არგენტინამ უნდა დაამარცხოს საფრანგეთი, ხოლო პორტუგალიამ – ურუგვაი.
ურუგვაის ნაკრები მერვედფინალს სამიდან სამი მოგებითა და გაშვებული გოლების გრაფაში “ნულით” ხვდება. ეგვიპტესთან და საუდის არაბეთთან არც ისე დამაჯერებელი მინიმალური მოგებების შემდეგ, ურუგვაიმ გაანადგურა რუსეთი, რითაც აჩვენა, რომ ყოველი თამაშის შემდეგ შეუძლია მომატება.

იმავეს ვერ ვიტყვით პორტუგალიაზე, რომელიც ვერ დაიკვეხნის დამაჯერებელი თამაშით. ესპანეთთან შთამბეჭდავი ფრეს შემდეგ, იყო მინიმალური მოგება მაროკოსთან, სადაც პორტუგალია მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში, მეტოქის შეტევებს იგერიებდა, აგრეთვე კინაღამ წაგებული მატჩი ირანის წინააღმდეგ. ბოლო წუთებზე თარემის უკეთ რომ ეთამაშა და მომენტი გამოეყენებინა, ურუგვაის სწორედ ირანი შეხვდებოდა.
თუმცა ყველას ახსოვს, როგორი სირთულეებით გავიდა პორტუგალია ევრო 2016-ის პლეი ოფში და შემდეგ მოიგო ტურნირი. ამ გუნდს კარგად შეუძლია გრძელ დისტანციაზე ძალების გადანაწილება.

ახალი ამბები
რუსეთთან მატჩის გამოტოვების შემდეგ, ხოსე ხიმენესი, შესაძლოა, დაუბრუნდეს ურუგვაის.
პორტუგალიას, შესაძლოა, დააკლდეს საყრდენი ვილიამ კარვალიო. სამაგიეროდ, გუნდთან ერთად ვარჯიშობენ ჟელსონ მარტინში და რაფაელ გერეირო.
სასტარტოში შეიძლება დაბრუნდეს ჟოაო მოუტინიო.

წინა მატჩები
ეგვიპტე-ურუგვაი 0:1
გოლი: 0:1 ხიმენესი (89)

ურუგვაი-საუდის არაბეთი 1:0
გოლი: 1:0 სუარესი (23)

ურუგვაი-რუსეთი 3:0
გოლები: 1:0 სუარესი (10), 2:0 ჩერიშევი (23-საკ. კარში), 3:0 კავანი (90)

ესპანეთი-პორტუგალია 3:3
გოლები: 0:1 რონალდუ (4-პენალტით), 1:1 დიეგო კოშტა (24), 1:2 რონალდუ (44), 2:2 დიეგო კოშტა (55), 3:2 ნაჩო (58), 3:3 რონალდუ (88)

პორტუგალია-მაროკო 1:0
გოლი: 1:0 რონალდუ (4)

ირანი-პორტუგალია 1:1
გოლები: 0:1 კუარეჟმა (45), 1:1 ანსარიფარდი (90+3-პენ)

სტატისტიკა
გატანილი გოლები: 5 – 5
გაშვებული გოლები: 0 – 4
დარტყმები: 44 – 32
ზუსტი დარტყმები: 15 (34%) – 9 (28%)
კუთხური: 12 – 14
თამაშგარე: 2 – 3
პასები: 1602 – 1372
პასების სიზუსტე: 87% – 85%
ჯარიმა: 33 – 42
ყვითელი ბარათი: 1 – 6
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები
– ეს იქნება მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის და პირველი მსოფლიოს ჩემპიონატზე.
– მათი ბოლო დაპირისპირება 1972 წელს შედგა – რიო-დე-ჟანეიროში “მარაკანაზე” 1:1 ითამაშეს (დამოუკიდებლობის თასზე). კიდევ ერთი მატჩი პორტუგალიას მოგებული აქვს.

საინტერესო ფაქტები
– 1986 წლიდან მოყოლებული, ურუგვაის ოთხიდან სამი მერვედფინალი აქვს წაგებული.
– ურუგვაის მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოთხი მატჩი – 1930 წელს.
– ურუგვაის ჯერ გოლი არ გაუშვია ამ ჩემპიონატზე, სულ კი მეტოქეებს ექვსჯერ დაარტყმევინა ზუსტად.
– ლუის სუარესს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 7 გოლი აქვს გატანილი და ერთით ჩამორჩება რეკორდსმენ ოსკარ მიგესს.
– ბოლო ექვს მატჩში, როცა ურუგვაი პირველ გოლს იტანდა, “მშრალი” ანგარიშით იგებდა.
– ურუგვაიმ ხუთივე გოლი ამ ჩემპიონატზე სტანდარტულებიდან გაიტანა: 3 კუთხურიდან, ერთი ჯარიმიდან პირდაპირი დარტყმით და ერთი – საჯარიმოდან ჩაწოდებით.
– თუ პენალტების სერიებს არ ჩავთვლით, პორტუგალიას დიდი ტურნირებზე ბოლო 17 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს (+8=8-1) – 2014 წელს, 0:4 დამარცხდა გერმანიასთან.
– პორტუგალიას მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი ოფის ბოლო სამი მატჩი აქვს წაგებული (ერთი გოლი გაიტანა, ხუთი გაუშვა).
– კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი ოფში გოლი არ გაუტანია – მისი “მშრალი” სერია 424 წუთს შეადგენს.
– კრიშტიანუ რონალდუ გაიმეორებს ბასტიან შვაინშტაიგერის რეკორდს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაშების რაოდენობით – 38 მატჩი.
– ფერნანდო სანტუში მეოთხე დიდ ტურნირს ატარებს მწვრთნელის რანგში და ოთხივეჯერ გაიყვანა პორტუგალია პლეი ოფში.
– ამ ჩემპიონატზე პორტუგალიას სამი გოლი აქვს გატანილი საჯარიმოს გარედან.
– პორტუგალიას ზედიზედ ექვსი მატჩი არ წაუგია სამხრეთამერიკულ გუნდებთან.

სერიები
– ურუგვაის ზედიზედ 4 მოგება აქვს.
– ურუგვაი 7 მატჩია დაუმარცხებელია.
– ურუგვაის გოლი არ გაუშვია ბოლო 3 მატჩია.
– ურუგვაი ბოლო 4 მატჩია მინიმუმ ერთ გოლს იტანს.
– პორტუგალია 12 მატჩია დაუმარცხებელია.
– პორტუგალია ბოლო 12 მატჩია მინიმუმ ერთ გოლს იტანს.

რა თქვეს მწვრთნელებმა
ფერნანდო სანტუში (პორტუგალია):
“მზად ვართ ურუგვაისთვის. აი, რა გავაკეთეთ ჩვენ: კარგად შევისწავლეთ მეტოქე, მის მიმართ სრული პატივისცემა გამოვამჟღავნეთ, მოვამზადეთ გეგმა და ვიფიქრეთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ.
მეოთხედფინალში გასვლა გვინდა და ჩვენი მეტოქეც იმავეს ფიქრობს. ეს იქნება ორი კარგი გუნდის მატჩი, რომლებშიც ხარისხიანი ფეხბურთელები თამაშობენ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ მოგებისთვის. მე მჯერა პორტუგალიის ნაკრების, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ურუგვაის სახით, მოედანზე ძალიან ძლიერი გუნდი გავა”.

ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი):
“კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. ის შესანიშნავად გეგმავს მატჩს, კონცენტრირებულია მეტოქეზე და ყურადღებას ამახვილებს თითოეული მეტოქის დონეზე. ეს არის გუნდის ლიდერი, რომელსაც ერთი კონკრეტული ფეხბურთელი ვერ გააჩერებს. საჭიროა არა მხოლოდ დიეგო გოდინი, არამედ მთელი გუნდის მუშაობა, რათა შევზღუდოთ მისი მოქმედების ეფექტი”.

სავარაუდო შემადგენლობები
ურუგვაი: მუსლერა – კასერესი, ხიმენესი, გოდინინანდესი, ვესინაო, ტორეირა, ბენტანკური, ლაქსალტი – სუარესი, კავანი.
პორტუგალია: რუი პატრისიო – სედრიკი, პეპე, ჟოზე ფონტი, რაფაელ გერეირო – ბერნარდო სილვა, ვილიამ კარვალიო, ჟოაო მოუტინიო, ფერნანდეში – კრიშტიანუ რონალდუ, გონსალო გედეში.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!