1/8 ფინალი, შვედეთი-შვეიცარია - მატჩის ანონსი
1/8 ფინალი, შვედეთი-შვეიცარია - მატჩის ანონსი

შვედეთი-შვეიცარია

3 ივლისი. სანკტ პეტერბურგი. სტადიონი “კრესტოვსკთი“. დასაწყისი 18:00 საათი.
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ამ მატჩში ფავორიტის განსაზღვრა ძალიან რთულია – ორივე გუნდის პოტენციალი თითქმის ერთნაირია. შვეიცარიამ ბოლო 25 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო და ამიტომაც, მეექვსე ადგილი უკავია ფიფას რეიტინგში.
ამ გუნდმა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, როცა უშუალო კონკურენტი სერბეთი დაამარცხა. შვეიცარიას უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ პრობლემა შეიძლება გახდეს შერისა და ლიხტშტაინერის დისკვალიფიკაცია.

შვედეთმა სენსაციურად მოიგო ჯგუფი, რომელშიც გერმანია და მექსიკა იყვნენ. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ამ გუნდმა შესარჩევის პლეი ოფში იტალია დაამარცხა და მისგან გოლი არ გაუშვა, შვეიცარიას მართლაც სერიოზული მეტოქე ჰყავს.
სავარაუდოდ, მოსალოდნელია ტაქტიკური ბრძოლა, სადაც ორივე გუნდი, პირველ რიგში, ფრთხილად ითამაშებს. არ არის გამორიცხული, გამარჯვებული გამოავლინოს ერთმა წარმატებულმა მოქმედებამ, ერთმა გოლმა ან სულაც პენალტების სერიამ.

ახალი ამბები
შვედეთს ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ ტურში ერთი და იგივე შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ, ახლა, დისკვალიფიცირებულია სებასტიან ლარსონი. მას, სავარაუდოდ, ოსკარ ჰილიემარკი ან გუსტავ სვენსონი შეცვლის.
შვეიცარიას ასევე დისკვალიფიკაციის გამო აკლია ორი მცველი – კაპიტანი სტეფან ლიხტშტაინერი და ფაბიან შერი. პირველს მიხაელ ლანგი შეცვლის, მეორეს – იოჰან ჯურუ ან ნიკო ელვედი.

წინა მატჩები
შვედეთი-ს. კორეა 1:0
გოლი: 1:0 გრანკვისტი (65-პენ)

გერმანია-შვედეთი 2:1
გოლები: 0:1 ტოივონენი (32), 1:1 როისი (48), 2:1 კროოსი (90+5)

მექსიკა-შვედეთი 0:3
გოლები: 0:1 აუგუსტინსონი (50), 0:2 გრანკვისტი (62-პენ), 0:3 ალვარესი (74-საკ. კარში)

ბრაზილია-შვეიცარია 1:1
გოლები: 1:0 ფილიპე კოუტინიო (20), 1:1 ცუბერი (50)

სერბეთი-შვეიცარია 1:2
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (5), 1:1 ჯაკა (52), 1:2 შაქირი (90)

შვეიცარია-კოსტა რიკა 2:2
გოლები: 1:0 ჯემაილი (31), 1:1 ვასტონი (56), 2:1 დრმიჩი (88), 2:2 ზომერი (90+3-საკ. კარში)

სტატისტიკა
გატანილი გოლები: 5 – 5
გაშვებული გოლები: 2 – 4
დარტყმები: 36 – 38
ზუსტი დარტყმები: 15 (42%) – 10 (26%)
კუთხური: 12 – 15
თამაშგარე: 3 – 4
პასები: 842 – 1579
პასების სიზუსტე: 78% – 86%
ჯარიმა: 44 – 40
ყვითელი ბარათი: 5 – 7
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები
– გუნდებმა სულ 28 მატჩი ჩაატარეს ერთმანეთში და შვეიცარიას მცირე უპირატესობა აქვს – 11 მოგება, 7 ფრე და 10 წაგება.
– დიდ ტურნირებზე პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
– ბოლოს შვეიცარიამ შვედეთი 1994 წელს დაამარცხა – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში (4:2). მას შემდეგ, შვედეთმა ერთი მოუგო და ორჯერ ფრედ ეთამაშა.

საინტერესო ფაქტები
– ეს არის შვედების 50-ე შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე (+18+13-18). შვედეთი მე-11 გუნდია ისტორიაში, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია.
– ამ ჩემპიონატზე შვედეთის 37 დარტყმიდან 21 ემილ ფორსბერგზე და მარკუს ბერგზე მოდის. მაგრამ ამ ფეხბურთელებს გოლი არ აქვთ გატანილი.

– შვედეთს ჯგუფურ ეტაპზე პასების სიზუსტე 72.8 პროცენტი ჰქონდა და მხოლოდ ირანსა და ისლანდიას აჯობა.
– სანამ მექსიკას 3 გოლს გაუტანდა, მანამდე შვედეთს ზედიზედ 11 მატჩი ჰქონდა, რომლებშიც ვერ შეძლო 2 ან მეტი გოლის გატანა.
– შვეიცარიას 1954 წლის შემდეგ არ გაუტანია გოლი პლეი ოფში. გუნდი 1994, 2006 და 2014 წლებში გადიოდა მერვედფინალში, მაგრამ თავი ვერ გამოიჩინა ესპანეთის, უკრაინისა და არგენტინის წინააღმდეგ.
– 1954 წლის შემდეგ, შვეიცარიას დიდი ტურნირების პლეი ოფში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი – ევრო 2016-ზე პოლონეთის წინააღმდეგ სერდან შაქირის “მაკრატელა”.
– შვეიცარიას ბოლო 25 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს (+17=7-1). ეს ერთადერთი მარცხი იყო ამ ჩემპიონატის შესარჩევში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ.
– ამ ტურნირზე შვეიცარიის ყველა მატჩში ორივე გუნდი იტანდა გოლს.

რა თქვეს მწვრთნელებმა
ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარია):

“ჩვენ ორი ფეხბურთელი გვყავს დისკვალიფიცირებული, დანარჩენები მზად არიან. სიმართლე გითხრათ, ბევრს არ ვფიქრობ მომენტის სიდიადეზე. მთავარია, შვედეთი დავამარცხოთ – ეს არის ჩვენი მიზანი. სერიოზული თამაში გვმართებს დაცვაში, მაგრამ, აგრეთვე, ძალიან აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ შეტევაში, რათა სახიფათო მომენტები მოვიპოვოთ. არ მგონია, ბევრი სივრცე შეგვექმნას. უნდა მოვნახოთ გზები შეტევაში, რაც ძალიან რთული იქნება.

იანე ანდერსონი (შვედეთი):

“ჩვენ ვნახეთ შვეიცარიის ნაკრების მატჩების ჩანაწერები და ბევრი ინფორმაცია შევაგროვეთ. ეს ინფორმაცია ფეხბურთელებსაც გადავეცით და კარგი ანალიტიკური სამუშაო ჩავატარეთ. ვიცით, როგორ ვიმოქმედებთ შვეიცარიის წინააღმდეგ, მაგრამ ამას ახლა არ მოვყვები”.

სავარაუდო შემადგენლობები

შვედეთი: ოლსენი – ლუშტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონიფორსბერგი, ეკდალი, სვენსონი, კლაესონი – ტოივონენი, ბერგი.
შვეიცარია: ზომერი – ლანგი, ჯურუ, აკანჯი, როდრიგესი – ბეჰრამი, ჯაკაშაქირი, ჯემაილი, ემბოლოგავრანოვიჩი.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!

 

დატოვე კომენტარი