1/4-ფინალში ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში 18 ფეხბურთელს ემუქრება ნახევარფინალის გამოტოვება, მათ შორის, ბელინგემს, რაისს, ოლისესა და ჰაკიმის #1TVSPORT

10:16, 09.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატის რვა მეოთხედფინალისტის რიგებში 18 ფეხბურთელია, რომლებიც ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ნახევარფინალს გამოტოვებენ.

ფიფას წესების თანახმად, ჯგუფური ეტაპის შემდეგ ყვითელი ბარათები განულდა და ახალი ათვლა 1/16-ფინალიდან დაიწყო. ის ფეხბურთელები, რომლებიც ნახევარფინალამდე ორ გაფრთხილებას მიიღებენ, ავტომატურად ტოვებენ მომდევნო შეხვედრას. მეოთხედფინალური ეტაპის შემდეგ ყვითელი ბარათები ისევ განულდება.

ამ მომენტისთვის ჩემპიონატზე დარჩენილ რვა გუნდს შორის 18 ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც 1/16 ან 1/8 ფინალში ყვითელი ბარათები მიიღეს და მეოთხედფინალში გაფრთხილების შემთხვევაში ნახევარფინალში ვერ ითამაშებენ.

ინგლისი – ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი, ნიკო ო’რაილი, მარკ გეჰი

მაროკო – აშრაფ ჰაკიმი, ისა დიოპი, რედუან ჰალჰალი, ბილალ ელ ხანუსი

საფრანგეთი – მაიკლ ოლისე, ბრედლი ბარკოლა, მანუ კონე

შვეიცარია – გრანიტ ჯაკა, დენის ზაკარია, მირო მუჰაიმი

არგენტინა – გონსალო მონტიელი

ესპანეთი – ფერან ტორესი

ნორვეგია – ანტონიო ნუსა

ბელგია – ბრენდონ მეკელე

მსგავსი