1/4 ფინალი. ბრაზილია-ბელგია - მატჩის ანონსი
1/4 ფინალი. ბრაზილია-ბელგია - მატჩის ანონსი

ბრაზილია-ბელგია
6 ივლისი. ყაზანი. სტადიონი “ყაზან-არენა“. დასაწყისი 22:00
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

მეოთხედფინალისტებს შორის, მთავარ ფავორიტად ბრაზილიას მიიჩნევენ, მაგრამ ბელგია ფიფა-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა და არაფრის დათმობას არ აპირებს.
ბრაზილია ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება ჩემპიონატზე და უკვე ზედიზედ სამი მოგება აქვს ერთნაირი ანგარიშით – 2:0. გუნდი შეტევაშიც კარგია და დაცვაშიც – ბოლო 15 მატჩში, ბრაზილიამ მხოლოდ სამი გოლი გაუშვა.
ბელგიის მთავარი იარაღი – შეტევაა. გუნდმა ამ ჩემპიონატზე უკვე 12 გოლი (3 – საშუალოდ მატჩში) გაიტანა, იაპონიასთან მერვედფინალში კი ხასიათიც გამოავლინა, როცა 0:2-დან მოიგო შეხვედრა.
ბრაზილიასთან მატჩში, ბელგია თავს უფლებას ვერ მისცემს, რომ ორჯერ გაუშვას საკუთარ კარში, ამიტომაც, დაცვას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, თან შეტევაც არ უნდა დაივიწყოს.

ახალი ამბები
ბრაზილიელთა დამრიგებელმა ტიტემ უკვე დაასახელა სასტარტო შემადგენლობა და ცნობილია, რომ დისკვალიფიცირებულ კაზემიროს ფერნანდინიო შეცვლის.
მომჯობინდა და სასტარტოში ბრუნდება მარსელო. ასევე განაცხადში იქნება დუგლას კოშტა, რომელიც ტრავმირებული იყო.
ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის თქმით, მის გუნდში ტრავმირებულები არ არიან.

ბრაზილიის გზა 1/4 ფინალამდე
ბრაზილია-შვეიცარია 1:1
გოლები: 1:0 ფილიპე კოუტინიო (20), 1:1 ცუბერი (50)

ბრაზილია-კოსტა რიკა 2:0
გოლები: 1:0 ფილიპე კოუტინიო (90+1), 2:0 ნეიმარი (90+7)

ბრაზილია-სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 პაულინიო (36), 2:0 ტიაგო სილვა (68)

ბრაზილია-მექსიკა 2:0
გოლები: 1:0 ნეიმარი (51), 2:0 რობერტო ფირმინო (88)

ბელგიის გზა 1/4 ფინალამდე
ბელგია-პანამა 3:0
გოლები: 1:0 მერტენსი (47), 2:0 ლუკაკუ (69), 3:0 ლუკაკუ (75)

ბელგია-ტუნისი 5:2
გოლები: 1:0 ე. აზარი (6), 2:0 ლუკაკუ (16), 2:1 ბრონი (18), 3:1 ლუკაკუ (45+3), 4:1 ე. აზარი (51), 5:1 ბატშუაი (90), 5:2 ხაზრი (90+3)

ბელგია-ინგლისი 1:0
გოლი: 1:0 იანუზაი (51)

ბელგია-იაპონია 3:2
გოლები: 0:1 ჰარაგუჩი (48), 0:2 ინუი (52), 1:2 ვერტონგენი (69), 2:2 ფელაინი (74), 3:2 შადლი (90+4)

სტატისტიკა
გატანილი გოლები: 7 – 12
გაშვებული გოლები: 1 – 4
დარტყმები: 77 – 77
ზუსტი დარტყმები: 29 (38%) – 30 (39%)
კუთხური: 34 – 26
თამაშგარე: 8 – 6
პასები: 2282 – 2189
პასების სიზუსტე: 88% – 87%
ჯარიმა: 36 – 56
ყვითელი ბარათი: 5 – 5
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები
– გუნდები ექვსჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ბრაზილიას დიდი უპირატესობა აქვს – 5 მოგება და ერთი წაგება. ეს ერთადერთი მარცხი 1963 წლით თარიღდება, როცა ბელგიამ 5:1 მოიგო ამხანაგური მატჩი.
– მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთადერთი მატჩი ბრაზილიამ მოიგო – 2002 წლის მერვედფინალში.

საინტერესო ფაქტები
– ბრაზილია ზედიზედ მეშვიდედ გავიდა მეოთხედფინალში. ამ სერიისას, ის მხოლოდ ორჯერ დამარცხდა – 2006 წელს საფრანგეთთან და 2010 წელს, ჰოლანდიასთან.
– ბრაზილიას ბოლო 6 მარცხი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ევროპულ გუნდებთან ჰქონდა.
– ბრაზილიამ ბოლოს პლეი ოფში ევროპულ გუნდს 2002 წელს მოუგო – გერმანიას ფინალში.
– ბრაზილიას 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+11=4).
– ბრაზილიამ ბოლო ცხრა მატჩში რვაჯერ შეინახა კარი “მშრალად”.
– ბრაზილიას 25-დან 20 მატჩი აქვს მოგებული ტიტეს ხელმძღვანელობით (+20=4-1). გუნდმა 19-ჯერ შეინახა კარი “მშრალად”.
– ნეიმარს ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 19 მატჩში 20 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა – 11 გოლი და 9 პასი.
– ბრაზილიას ევროპულ გუნდებთან 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+8=2-0) და ჯამში მხოლოდ სამი გოლი გაუშვა.
– ბელგიას მსოფლიოს ჩემპიონატების პლეი ოფში არასოდეს შეუნახავს კარი “მშრალად” – 12 მატჩში 28 გაშვებული გოლი.
– ბელგიის ბოლო ორი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე სამხრეთამერიკულ გუნდებთან წაგებით სრულდებოდა – 2002 წელს ბრაზილიასთან და 2014 წელს – არგენტინასთან.
– ბელგიას 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+18=5-0).
ედენ აზარს ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 18 მატჩში 19 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა – 10 გოლი და 9 პასი.
– ბელგია 1986 წლის შემდეგ არ ყოფილა ნახევარფინალში.
– ბელგიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 10 მატჩიდან ცხრაში პირველ ტაიმში არ აქვს გოლი გატანილი.
რომელუ ლუკაკუს ამ ჩემპიონატზე 5 დარტყმა ჰქონდა და ოთხი გოლი გაიტანა.

რა თქვეს მწვრთნელებმა
ტიტე (ბრაზილია):
“ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მრავალფეროვნად თამაში. შეგვიძლია სხვადასხვა სტილის გოლებს გატანა. მექსიკასთან პირველი გოლი კარგი კონტროლის შემდეგ გავიტანეთ. გვაქვს გოლები კონტრშეტევებზე კარგი აჩქარების შემდეგ…
არ ვიცი, რას გააკეთებს მოწინააღმდეგე. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემთვის. თამასა მაღლა უნდა ავწიოთ. როგორც ფეხბურთელი, მატჩებს ვიგებდი, ხანდახან საუკეთესო მოთამაშედაც მირჩევდნენ. მაშინ თვალებს ვხუჭავდი და ვფიქრობდი, რომ უკეთ შემეძლო. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები ხვალ უკეთ ითამაშებენ…
გაბრიელ ჟესუსი თუ რობერტო ფირმინო? მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, ჟესუსს ჩვენს თამაშში მრავალფეროვნება შემოაქვს…
ნეიმარი მაქსიმალურ დონეზე თამაშობს. და ეს არ ეხება მხოლოდ დრიბლინგს ან ბურთით თამაშს. ის დაცვაშიც მუშაობს, სივრცეებს ქმნის. არც კი ვთხოვ, რომ ამდენი იმუშაოს. ის ერთიანი გუნდის წევრად მიიჩნევს საკუთარ თავს. დანარჩენი კი, რაც უნდა ის აკეთოს…”

რობერტო მარტინესი (ბელგია):
“ჩვენ ბრაზილიელებს ფავორიტებს ვუწოდებთ არა იმის გამო, რომ მათი გვეშინია. უბრალოდ, ბელგიას არასოდეს მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატი, ბრაზილიელებმა კი ეს ბევრჯერ გააკეთეს. ამის შემდეგ, რა უფლება გვაქვს ვილაპარაკოთ, რომ ვიცით როგორ მოვიგოთ ჩემპიონატი…
პატივს ვცემთ მეტოქეს, რომელმაც დაუჯერებელი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბედს შევეგუეთ. ჩვენც მოგება გვინდა…”

სავარაუდო შემადგენლობები
ბრაზილია: ალისონიფაგნერი, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო – ფერნანდინიო, პაულინიოვილიანი, ფილიპე კოუტინიო, ნეიმარი – გაბრიელ ჟესუსი.
ბელგია: კურტუავერტონგენი, კომპანი, ალდერვეირელდივიტცელი, დე ბრუინი, შადლი, მონიეფელაინი, აზარილუკაკუ.

დატოვე კომენტარი