​ლიგა 2, სავარაუდოდ ივლისში განახლდება
​ლიგა 2, სავარაუდოდ ივლისში განახლდება

აქამდე ცნობილი იყო ეროვნული ლიგის გათამაშების განახლების თარიღი – 25 ივნისი, ლიგა2-ის საკითხი კი ღიად რჩებოდა. თუმცა, ამის შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა.

ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება, სავარაუდოდ ივლისის შუა რიცხვებში განახლდება – ცნობა ბოლნისის „სიონის“ ოფიციალურმა გვებგვერდმა გაავრცელა.

ჩემპიონატის შეჩერებისას, მხოლოდ ორი ტური ჩატარდა. 100-პროცენტიანი შედეგით, ქობულეთის „შუქურა“ (6) ლიდერობს, მე-2-მე-3 ადგილებს 4-4- ქულით „ვიტ ჯორჯია“ და ბოლნისის „სიონი“ ინაწილებენ. ბოლო ადგილზე „შევარდენი 1906“-ია – ეს ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც ორ ტურში ქულაც ვერ დააგროვა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩემპიონატის ფორმატი, შეიცვალა და 4-ის ნაცვლად მხოლოდ 2 წრედ ჩატარდება. ჩატარებული ორი შეხვედრა არ გაუქმებულა – ამის გამო, ტურნირი მესამე ტურიდან განახლდება.