​მესიმ ვიდალს მიმართა - ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფენომენალური ფეხბურთელი ხარ
​მესიმ ვიდალს მიმართა - ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფენომენალური ფეხბურთელი ხარ

არტურო ვიდალი კატალონიურ გრანდს ტოვებს და „ინტერში“ გადასასვლელად ემზადება. ლიონელ მესიმ თანაგუნდელს ინსტაგრამზე მიმართა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„თავიდან რომ გაგიცანი, ერთმანეთის წინააღმდეგ სხვადასხვა გუნდში ვთამაშობდით, – წერს ლიონელ მესი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე. – ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ფენომენი ხარ. მერე გამიმართლა, უფრო ახლოს გაგიცანი და უფრო გაოცებული დავრჩი.

გასახდელი მოიწყენს უშენოდ, არტურო. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ ახალ ეტაპზე და ახალ კლუბში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება“.

დატოვე კომენტარი