#მოამბე 21 საათზე, პირველი დეკემბერი, 2020 #LIVE
🔴 მკაცრი შეზღუდვების ამოქმედების მეოთხე დღეს ქვეყანა კვლავ ეპიდემიის გავრცელების პიკშია – 3 759 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 36 ფაქტი; 19 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზებს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური აუდიტის ჯგუფი იკვლევს; სპეციალისტთა პროგნოზით ქვეყანა მკაცრი რეგულაციების შედეგს ორ კვირაში იგრძნობს;
🔴 საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის 2007 წლის ინტერვიუ აზერბაიჯანულ გამოცემას, სადაც ის აცხადებს, რომ დავით გარეჯის მონასტრის კელიების ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს და ამიტომ, არავისთვის არაფრის გადაცემა არ არის საჭირო – გელა ბეჟუაშვილი გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოიკითხა; დაცვის მხარის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის მეთოდს კარტოგრაფი, თედო გორგოძე დაუშვებლად მიიჩნევს;
🔴 ლიდერების შემდეგ პოლიციელების მისამართით ახლა უკვე, ოპოზიციის რიგითი აქტივისტი იმუქრება – მუქარის შემცველი გზავნილი სამართალდამცველების მიმართ და ოპოზიციის განცხადებები;
🔴 საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელსაც საქართველოს დედაქალაქი 21-ედ მასპინძლობს, ონლაინ, კონკურსის გარეშე გაიმართება – სამი საუკეთესო პროექტი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდება; ფილმების ჩვენება და მასტერკლასები ინდუსტრიული პლატფორმის სპეციალური სტუმრებისგან.