#მოამბე 21 საათზე, 4 ივლისი, 2020 #LIVE

🔴 მსჯავრდებულ ჭაკუასთვის პატიმრობის ათვლა დღეიდან დაიწყო; საკარანტინო ზონაში მოთავსებული პატიმარი სასამართლო სხდომას სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება; გლდანის ციხე, საკანი #37, პატიმრებზე ძალადობის ისტორია და პოლიტიკური შეფასებები;
🔴 დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ასათიანი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, ზურაბ ჯღარკავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბრალდებული სამართალდამცველების მიმართ კი სხვადასხვა განაჩენი დადგა; მოკლული ახალგაზრდის ოჯახი გამამართლებელ განაჩენს აპროტესტებს, პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს;
🔴 სამთავრობო ცვლილებები საფრანგეთში – ქვეყანას ახალი პრემიერი ჰყავს, მთავრობის ფორმირებამდე კი მოვალეობას მოქმედი მინისტრთა კაბინეტი შეასრულებს. იქნება თუ არა უკვე ყოფილი პრემიერი, ედუარდ ფილიპი ემანუელ მაკრონის მეტოქე 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში;
🔴 იოსებ გაბაშვილის მხატვრული შემოქმედება ერთ სივრცეში – ეროვნული გალერეა გამორჩეული ქართველი ხელოვანის რეტროსპექტული გამოფენისთვის ემზადება; მოდერნისტი მხატვრის ცხოვრება საბჭოთა რეალობაში.