#მოამბე 21 საათზე, 21 ოქტომბერი, 2020 #LIVE
❗ შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდში და სპეცოპერაციის გაშუქებისას დარღვეული მედიასტანდარტი – „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, საკუთარ პირობებს აყენებს და ოცამდე ადამიანის სიცოცხლე ამ დრომდე საფრთხეშია, ტელევიზიების ნაწილი კი სამართალდამცავთა გადაადგილების მარშრუტს პირდაპირ ეთერში აღწერს, ხოლო ნაწილი თავდამსხმელს პირდაპირ ეთერში რთავს;
🔴 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ჩვენება და ახალი გარემოებები უცხო ქვეყნისთვის ტერიტორიების გადაცემის საქმეში – 1938 წლის რუკის მოპოვების პროცესი, კარტოგრაფიული დოკუმენტები, რომელიც საქართველოს პოზიციებს ამყარებს და მხარეთა ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები;
🔴 ინფიცირების 1400-მდე შემთხვევა და გარდაცვალების 14 ფაქტი – საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება უკიდურესად მძიმდება; გარდაცვლილთა შორის 30 წლამდე ქალია; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების მატებას პროგნოზირებს; ეპიდემიასთან საბრძოლველად ქვეყანაში წერტილოვანი რეგულაციები წესდება;
🔴 პირველი ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და ისტორიული კადრები ქუთაისიდან – საერთაშორისო უნივერსიტეტის 246 პირველკურსელისთვის ლექციებს ქართველი და გერმანელი ლექტორები წაიკითხავენ; უნივერსიტეტი სტუდენტებს სპეციალური ფონდიდან სხვადასხვა სახის დაფინანსებასა თუ სტიპენდიას სთავაზობს; საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას, რომელშიც ერთი მილიარდი ევრო იხარჯება, მთლიანად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.