#მოამბე 21 საათზე, 14 ივნისი, 2024 #LIVE

„ევრო 2024“ პირველ არხზე / ქართველი ქომაგების მოლოდინი #LIVE

  •  გერმანია მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოს პირველ არხზე – 51 მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, ამომწურავი ინფორმაცია ეროვნული ნაკრების შესახებ, შეხვედრების საუკეთესო მომენტები და ყველა მატჩის მიმოხილვა;
  •  რამდენიმე საათი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნამდე და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები გერმანიაში – საქართველოს ეროვნული ნაკრების აქტიური მზადება ევროპის ჩემპიონატზე პირველი ასპარეზობისთვის, ღია ვარჯიში ქართველი გულშემატკივრებისთვის და ქომაგთა მოლოდინი;
  •  პრეზიდენტის რიგით მეცხრე ვეტო და მზადება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოტივირებული შენიშვნების განსახილველად – ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს მორიგ ნაბიჯს უწონებს, მმართველი გუნდი კი ცესკო-ს საბოტაჟისგან დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობს, პრეზიდენტს დესტრუქციულ დღის წესრიგს უწუნებს და ოპოზიციის ნარატივიდან გასვლას ურჩევს;
  • ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კონფლიქტის სრულად მოსაგვარებლად უკრაინამ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას – კიევი კრემლის გზავნილს შეურაცხმყოფელს უწოდებს, იენს სტოლტენბერგი კი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და მოსკოვს მოუწოდებს, უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარი თავად გაიყვანოს.