#მოამბე 21 საათზე, 11 იანვარი, 2025 #LIVE
- ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში – საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა;
- რა გეგმა აქვს ოპოზიციას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე?- სალომე ზურაბიშვილის მოწოდებები და პასუხი მმართველი გუნდის მხრიდან;
- აშშ-ის უპრეცედენტოდ მასშტაბური ენერგეტიკული სანქციები რუსეთს – ვინ მოხვდა სანქცირებულთა სიაში;
- ხანძარი კალიფორნიაში – ლოს-ანჯელესში ცეცხლის ექვს კერას ებრძვიან, ევაკუირებულია 180 ათასზე მეტი მოქალაქე. არიან გარდაცვლილები.